понедельник, 4 июля 2016 г.

ჩემ შესახებ

  • დავიბადე ქ.ქუთაისში 1979წლის 13 მაისს.
  • 1996წელს წარჩინებით დავამთავრე ქ. ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაზო სკოლა-გიმნაზია
  • 1996-2000 წლებში ვსწავლობდი ქ. ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ქიმიის სპეციალობით, რომელიც დავამთავრე წარჩინებით და მივიღე ქიმიის ბაკალავრის ხარისხი.
  • 2000-2002წლებში ვსწავლობდი იგივე უნივერსიტეტში მაგისტრატურაში, დავამთავრე წარმატებით და მივიღე ქიმიის მაგისტრის ხარისხი.
  • 2000-2002წლებში ვმუშაობდი ქუთაისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის საშუალო სკოლა "იმედში" ქიმიის პედაგოგად.
  • 2002-2005წლებში ვმუშაობდი ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტთან არსებულ მრავალდარგოვან კოლეჯში ქიმიის პედაგოგად.
  • 2014 წლის 1 დეკემბრიდან ვმუშაობ ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში ფასიანი საგნობრივი წრის პედაგოგად.
  • 2015 წლის სექტემბრიდან ვარ N33 საჯარო სკოლის ქიმიის სერთიფიცირებული პედაგოგი.
  • ვფლობ რუსულ და ინგლისურ ენებს საშუალოდ
  •  ვფლობ WORD-ს,    EXECL-ს,      POWERPOINT-ს
  • მყავს მეუღლე და ორი შვილი